LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა სირაძის დედა: “ჩოლოიანი ეუბნებოდა, კისერს მოგიგრეხ, იქ გიკრავ თავს, სადაც შენი ადგილია და მოგხედავენო”

2324
BeFunky-collage (2)

“ვაჟბატონო, შენ არ იცი, რისთვის დაგიბარეო? კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?,”- ამის შესახებ 15 წლის ლუკა სირაძის დედამ TV ფორმულას ეთერში განაცხადა.

ელიკო ჩხიტუნიძის თქმით, გამოკითხვაზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი არასრულწლოვანს აშანტაჟებდა.

მისივე თქით, ჩოლოიანის გარდა, “კიდევ ოთხი-ხუთი პიროვნება, ვინც გაივლიდა და გამოივლიდა, ლუკას ეუბნებოდა:

“ჩაალაგოს შენმა ძმამ ჩემოდანი, შენ თუ არ აღიარებ, საქმე გაუფუჭდება, ვაი, შე საცოდავო”.

ლუკა სირაძის დედის თქმით, გამომძიებელი სხვა არასრულწლოვნებსაც, გარდაცვლილი მოზარდის მეგობრებსაც აშანტაჟებდა.

მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში რჩება: რას დავობს ადვოკატი

“ლუკა სახლიდან როცა გაიქცა, დედამ ჩოლოიანს დაურეკა – მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და მოგაძებნინოსო”

“ვაჟბატონო, შენ არ იცი, რისთვის დაგიბარეო? კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო? ლუკაც გაბრაზდა… ცდილობდა მარიანა, რომ ბავშვი გაეღიზიანებინა და და მდგომარეობიდან გამოეყვანა, რაც მოახერხა…

ეუბნებოდა, შენი საქციელით, მანერებით, გადახოტრიილი თმებით, კაპიშონით ზუსტად შენ ხარ გამკეთებელი, იქ გიკრავ თავს, სადაც შენი ადგილია და მოგხედავენო… იცი, შენს ძმას რას უზამენ შენი გულისთვის? გამოგდებენ, საქმეს გაუფუჭებენ, ვერსად ვეღარ იმუშავებს” – ამბობს ელიკო ჩხიტუნიძე.

ადვოკატი: ჩოლოიანის ჯანმრთელობის დამძიმება არ არის გამოწვეული იმით, რომ საპატიმროში მოხვდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g