ლუკა სახელაშვილი თურქეთიდან ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
როგორც ირკვევა, პატარა ლუკამ ლეიკემია დაამარცხა.
“მადლობა თქვენ, ფონდის შემომწირველებს თანადგომისთვის, ლუკამ დაამარცხა ლეიკემია, გვინდა, რომ კიდევ ბევრი ბავშვის გამარჯვების ამბავი გახაროთ. ამისათვის დარეკეთ 0901080806 ჩვენი შვილობილების დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე”
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
#გავ1ანდეთსიცოცხლისათვის””, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.