LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ცვლილებებს, რომელიც ტერორიზმისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

63
ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ტერორიზმისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი კანონი ეროვნულ იურიდიულ ინტერნეტ პორტალზე დღეს გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, საუბარია საერთაშორისო ტერორისტულ აქტებზე, კერძოდ, ტერორიზმზე უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტები, ან ატომური ენერგიის ობიექტების გამოყენებით, რადიოაქტიური ნივთიერებების, ძლიერი, ტოქსიკური ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით, ან დაკავშირებული პირის მკვლელობასთან; სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწეების მკვლელობები, ჩადენილი სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

თუ ადრე სიკვდილით დასჯა არ შეიძლებოდა დანაშაულის მომზადებისთვის, ახლა ეს მუხლები შეტანილია გამონაკლისების სიაში. ცვლილებები ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში, ოფიციალური გამოქვეყნებიდან ძალაში ათი დღის შემდეგ შევა.

მეეჭვება, პუტინს იმაზე უფრო მჭიდრო და ღია ურთიერთობა ჰქონდეს მსოფლიოს რომელიმე ლიდერთან, ვიდრე ჩემთან აქვს: ლუკაშენკო

დასავლეთს შეუძლია მშვიდად იძინოს, ბელარუსი ევროპის უსაფრთხოებას არ ემუქრება: ლუკაშენკო

 


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g