LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლულუ კახიანი: „მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს, რომ არ მოვდივარ ხშირად შენთან…“

26998
lulukaxiani5

ტელესახე ლულუ კახიანი გარდაცვილ ქალიშვილს, ლენოს ემოციური ჩანახატით იხსენებს, აქვენებს ვიდეოს, სადაც მისი ქალიშვილის კადრებია შეკრებილი და წერს:

„მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს, რომ არ მოვდივარ ხშირად შენთან; მაპატიე, რომ ვერ ვიხსენებ როგორ დამესიზმრე, მაპატიე რომ  გელოდები, რომ ვეძებ პასუხებს. მაპატიე, რომ ხანდახან ისევ გადანაშაულებ, რომ  ბოლომდე ვერ გპატიობ, რომ ვთვლი, რომ მიღალატე და გამწირე უსასრულო ტკივილისთვის. მაპატიე, რომ ვარ ეგოისტი, არც ისე კარგი დედა. მაპატიე, რომ ვერ დაგიდექი სათანადოდ გვერდში, არ დაგიცავი, არ შევეწინააღმდეგე ყველას და ყველაფერს. მაპატიე ყველაფრისთვის, რისი თქმაც და გაკეთებაც ვერ მოვასწარი. მაპატიე, რომ ვერ შეგინარჩუნე, რომ გაგიშვი, რომ ვერ ჩაგკიდე მაგრად ხელი, რომ არ გადაგეფარე, რომ არ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან, რომ დავიძინე, რომ ხელი შეგიწყვე, რომ მიგატოვე…

I love you Lenø. 2 წელი უშენოდ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g