LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუპიტა ნიონგო „საშიში თვალებითაც“ შეუდარებელია (ფოტო)

158
lupita-niangi

„ოსკაროსან“ ლუპიტა ნიონგოს მაყურებელი მალე ახალ ფილმში იხილავს. „ჩვენ“ ასე ჰქვია ჯორდან პილის ახალ საშინელებათა ჟანრის ფილმს, რომელიც უდაოდ წლის მთავარ ჰორორად იქცევა. სიუჟეტის მიხედვით, გეიბ და ადელაიდა უილსონები შვილებთან ერთად ზღვის სანაპიროზე გადადიან საცხოვრებლად, სადაც მალევე ნამდვილი კოშმარი იწყება. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კინოსურათი Get Out-ის წარმატებას გაიმეორებს.

ლუპიტა აქტიურად ემზადება ფილმის მსოფლიო პრემიერისთვის, რომელიც 22 მარტს გაიმართება. იქამდე კი მსახიობი ახალი ფილმის პრომოუშენით არის დაკავებული. ამჯერად ის ნიუ-იორკში გამოჩნდა, სადაც ფოტოგრაფების წინაშე ახალი იმიჯით წარსდგა. ახალგაზრდა მსახიობი ლინზებით იყო წარმოდგენილი, რათა კიდევ უფრო გამემძაფრებინა შიშის ეფექტი. ის Bande Noir-ის მბზინავ ვარდისფერ კომბინეზონში იყო გამოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები