LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტილის დედოფალი: ლუპიტა ნიონგო მოდას ფეხდაფეხ მიჰყვება

115

ლუპიტა ნიონგო კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ელეგანტურად გამოიყურებოდე. მას უკვე დიდი ხანია შეარქვეს სტილის დედოფალი, რადგან მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ოსკაროსანი მსახიობი მუდამ ახერხებს იყოს განსაკუთრებული. ის საოცრად გემოვნებით უხამებს ერთმანეთს სამოსს, ფერებსა და სტილს. მისი იმიჯი დიდი ხანია უმაღლესი ქულებით შეაფასეს წამყვანმა დიზაინერებმაც.

ამჯერად 33 წლის მსახიობი ნიუ-ორკში გამოჩნდა, სადაც გადაცემა Good Morning America-ს სტუმრობდა. ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე მსახიობი ქუჩაში სეირნობისას გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიონგო დილით ადრე გამოვიდა ქუჩაში, ის ფანტასტიურად გამოიყურებოდა ჭრელ კაბაში, თეთრ პალტოსა და შავ თავსაბურავში, ოდნავ მოგვიანებით კი ზოლიანი ორნამენტებით გაფორმებულ პლისე კაბაში გამოჩნდა, რომლის ლურჯი დეტალიც გემოვმებით იყო შეხამებული ამავე ფერის ფეხსაცმელთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები