LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუქსემბურგიდან საფრანგეთის მიმართულებით უფასო ავტობუსი ივლის

49
osman-rana-9e4akircari-unsplash

ლუქსემბურგში იმოძრავებს უფასო ავტობუსი, რომლის მარშრუტში საფრანგეთსაც მოიცავს. უფრო ზუსტად კი ლუქსემბურგის დედაქალაქი საფრანგეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსი-ლე-ვილაჯის კომუნას დაუკავშირდება.

ამ ორი ქვეყნის საზღვარზე ყოველდღიურად უზარმაზარი საცობებია, რადგან ბევრი ადგილობრივი სამუშაოდ მეზობელ ქვეყანას სტუმრობს.

ლუქსემბურგი – ავტომობილების რაოდენობით ევროკავშირის ლიდერია, ევროპის სტატისტიკური სააგენტოს „ევროსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს ქვეყანაში ყოველ 1000 მაცხოვრებელზე 700 ავტომობილი ფიქსირდებოდა. ამ დროს კი ევროპის საშუალო მაჩვენებელი 500-მდე ძლივს აღწევდა.

ლუქსემბურგის ხელისუფლება სხვადასხვა პროექტებს იგონებს, რათა მოსახლეობას კერძო ავტომობილზე უარი ათქმევინოს. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში უკვე 2 წელზე მეტია რაც უფასოა. გასულ წელს ხელისუფლებამ რკინიგზის გაფართოებაც გადაწყვიტა და ახალ-ახალი სადგურების მშენებლობა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები