LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლურჯმა ვეშაპმა” არაერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სჭრიდება – სოფო კილაძე

256
sofo_kiladze-770x369

ისეთ თამაშებს, როგორიც არის მაგალითად ე.წ.ლურჯი ვეშაპი, რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმსხვერპლა, სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

„პრობლემატურია ღამის საცეკვაო კლუბებში ბავშვების ჩართულობა, სადაც ხდება მათი ჩართვა ნარკოტიკების მოხმარებაში, პროსტიტუციაში და ა.შ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავი. ამას სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიხედოს. მავნე ზეგავლენა, რომელიც მოდის ინტერნეტიდან, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. აქაც არის მთელი რიგი საკითხები გათვალისწინებული.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეები, რომლებიც მოდის ინტერნეტიდან ძალადობის, უხამსობის შემცველი შინაარსი, ასევე საშინელი თამაშები, რაც არის „ლურჯი ვეშაპი“ და ა.შ. რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმსხვერპლა, ამასაც სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ამაზე არის საუბარი კოდექსში,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შსს-ის ინფორმაციით, საქართველოში, ლურჯი ვეშაპის თამაშის შემთხვევები არ დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g