LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუტეციამ“ ცნობილი ბრენდი Atelier Rebul წარადგინა

674
ქავერი

პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“, როგორც მთავარმა პარფიუმერიულმა ვიტრინამ და ინოვატორმა, ცნობილი ბრენდი Atelier Rebul თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალებში ექსკლუზიურად წარადგინა და ერთგული მომხმარებლებისთვის, პარფიუმერიის ნამდვილი გურმანებისთვის განსაკუთრებული საღამო გამართა – იდუმალი, კომფორტული გარემო და პერსონალური კონსულტაციები ბრენდისთვის დამახასიათებელი საგულდაგულოდ შერჩეული კომპლიმენტ-საჩუქრებით.

ჟან სეზარ რებულის მიერ სტამბოლში 128 წლის წინ დაფუძნებული პირველი ფრანგული აფთიაქი ნამდვილ პარფიუმერიულ სამყაროდ იქცა. ფარმაცევტული მემკვიდრეობისა და პარფიუმერიული გამოცდილების მქონე Atelier Rebul აღმოსავლეთის მისტიკის დასავლეთის თანამედროვეობასთან გამაერთიანებელი ბრენდია. ის გთავაზობთ არომატებს, კოლექციებს პირადად და შინ გამოყენებისთვის. ჟან სეზარ რებულის სიტყვები – „ხარისხი და ნდობა  REBUL-ის ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა“ – ყველა იმ საქმის არსია, რომელსაც ბრენდი დღესაც უძღვება.

Atelier Rebul-ის კოლექციების ფართო სპექტრს არ გააჩნია გენდერული სხვაობა – ის განკუთვნილია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. კოლექციები გვიამბობს პირად, განუმეორებელ ისტორიას ქალაქზე, არქიტექტურულ ძეგლზე თუ მწვანე ჩაის ცერემონიაზე, ის ყოველთვის დაუვიწყარ ემოციებს გვანიჭებს.

Istambul-ის კოლექცია, რომელიც სტამბოლის ბაზრითა და ჰამამითაა შთაგონებული, ქალაქის განუმეორებელი სურნელით და დინამიკით სტამბოლის წარსულში გვამოგზაურებს.

Pera-ს კოლექციამ სახელი სტამბოლის იმ უბნისგან მიიღო, სადაც ბრენდი Atelier Rebul შეიქმნა. შუა საუკუნეებიდან დღემდე Grand Rue de Peras ხელოვნების, კულტურის, მოდის და ელეგანტურობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრად რჩება. ეს ის ადგილია, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდებიან. ეს სურნელი იპყრობს პერას ხეივნების სულს, სავსეს სხვადასხვა არომატებითა და ტექსტურით. პერა ის ადგილია, რომელიც გამუდმებით ხელახლა იბადება, კეთილშობილების და ელეგანტურობის დაკარგვის გარეშე.

Atelier Rebul-ის ექსკლუზიური კოლექცია სახლისთვის შთაგონებულია სტუმრების დახვედრის ტრადიციით. მოიწყვეთ თქვენი საყვარელი სივრცე შინ, თუ სამუშაო გარემოში არომატული სანთლის ან დიფუზორის მეშვეობით, ჩაიფიქრეთ სურვილი და იგრძენით, როგორ მიედინება დადებითი ენერგია ამ საოცარი არომატების მეშვეობით. სახლის კოლექციიდან ერთ-ერთი – BEREKET – ბროწეულის, დარიჩინის და მიხაკის არომატი სახლის სიძლიერის, დადებითი ენერგიის, სიმყუდროვის, სიმშვიდის და წარმატების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

სულ მალე წლის ყველაზე ჯადოსნური დრო – შობა-ახალი წელი დადგება. ყველას სურს, ეს დღეები განსაკუთრებული გახადოს, ამაში Atelier Rebul-ის პარფიუმერიული ხელოვნების ნიმუშები ნამდვილად დაგეხმარებათ – საგულდაგულოდ შექმნილი თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის, Atelier Rebul-ი არომატების, სანთლებისა და ტანის მოვლის საშუალებების შესანიშნავ ასორტიმენტს გთავაზობთ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები