LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუტეციას ბრენდით იტალიაში ქართული ტუჩსაცხი შეიქმნა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია

1750
186948916-170914454946363-4164669375178482295-n

L8A by LUTECIA – ეს არის ლუტეციას ბრენდის სახელით იტალიაში შექმნილი ქართული ტუჩსაცხი, უმაღლესი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად. ამ დროისთვის, L8A by LUTECIA-ს 7 ფერი აქვს, რომელიც 7 სხვადასხვა ხასიათისა თუ სტილის ქალბატონს ეძღვნება.

მოდით, სათითაოდ განვიხილოთ ქართული ტუჩსაცხის ეს 7 სახეობა:

Hannaელეგანტურობა და დახვეწილობა: სწორედ ასე იშიფრება სახელი Hanna და სწორედ ეს სახელწოდება შევარჩიეთ ტუჩსაცხისთვის, რომლის შთაგონებაც გამორჩეული ქალბატონებისათვის დამახასიათებელი შინაგანი შარმი გახდა. თითქოს სადა, მაგრამ თვალისმომჭრელი. უბრალო, მაგრამ განსაკუთრებული. ეს ფერი იდეალურია, როგორც ყოველდღიურად – ასევე გამორჩეული დღეებში.

▪  აქვს გლუვი ტექსტურა;
▪  შეიცავს E ვიტამინს;
▪  არ აშრობს ტუჩებს;
▪  არის მდგრადი და პიგმენტური;

Ava – სახელი, რომელიც თავად სიცოცხლეს ნიშნავს და ასეთ სიცოცხლით სავსე ფერს განსაკუთრებით უხდება. Ava-ს სხვა ყველასგან თავისუფლების სიყვარული და ენერგიულობა გამოარჩევს. იგი მეოცნებეა, მაგრამ არც რეალობა აშინებს, მისი სამყარო ფერადი და პოზიტიურია.

Rivka –  ეს სახელი მიჯაჭვულობას, კავშირს ნიშნავს და რა გასაკვირია, რომ იგი ყველაზე ქალური, ვნებიანი და მიმზიდველი – მეწამული წითელი ფერის ტუჩსაცხისთვის შევარჩიეთ. ჩვენ მას ვხედავთ, როგორც თავდაჯერებულ ქალბატონს, რომელსაც არ აშინებს გამოწვევები, შეიძლება ხშირად რისკზეც მიდის, მაგრამ მარცხსაც კი წარმატებად აქცევს.

გაიცანით Elisheva – ეს არის სახელი, რომელიც ზეციურობასა და ერთგულებას უკავშირდება და ეს სწორედ ის ღვთაებრივი ფერია, რომელსაც შეუძლებელია უღალატო. ეს ქალბატონი ერთდროულად მიუწვდომელი და უშუალოა და, ალბათ, ამიტომაც შეუძლებელია მის მიმართ გულგრილი იყო.

Esther – ეს სახელი ვარსკვლავს ნიშნავს. და მართლაც, ის მუდამ ბრწყინავს, მაგრამ ეს სიკაშკაშე სულაც არ უშლის ხელს, რომ მისტიური, იდუმალებით მოცული და საინტერესო იყოს.

და ბოლოს, Sarah – სახელი, რომელიც დახვეწილ ლედის ნიშნავს, ან იქნებ პრინცესას?! ვიღაცისთვის ის ახალგაზრდა და თანამდროვე გოგონაა, ზოგისთვის კი ტრადიციების მოყვარული დახვეწილი ქალბატონი. არჩევანი თქვენზეა, თუ ვის დაინახავთ ამ ფერის მიღმა!“, – აცხადებენ „ლუტეციაში“.

ცნობისთვის, L8A by LUTECIA-ს 7 ივე ფერი უკვე ხელმისაწვდომია „ლუტეციას“ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები