LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაბრალებდა, მამაშენის ძმაკაცს გაჰყევი ცოლადო…ერთადერთი მოძალადე ვიცი და მას ხათუნა ჰქვია“ – ლუკა კურტანიძის მეუღლე

635
ელდარ კურტანიძე

ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება.

როგორც კურტანიძის ადვოკატმა, ივანე მეფარიშვილმა განაცხადა, ელდარ კურტანიძე წაყენებული 4 ბრალიდან ერთს – ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას აღიარებს, ხოლო დანარჩენს არა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, კურტანიძე საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე საკუთარ ქმედებას ინანიებს.

„საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე ინანიებს საკუთარ ქმედებას. როგორც საჯარო პირი, როგორც დამსახურებული ადამიანი, როგორც გარკვეული ავტორიტეტის მქონე და გარკვეული მისწრაფებების მქონე ადამიანი ითხოვს შენდობას საზოგადოებისგან და განიცდის მის ამ ქმედებას. ამ ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს“,- განაცხადა ივანე მეფარიშვილმა.

როგორც ლუკა კურტანიძის მეუღლემ, სოფო მე­ფა­რიშ­ვი­ლმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მისი ქმა­რი მსხვერ­პლია.

„მე ერ­თა­დერ­თი მო­ძა­ლა­დე ვიცი და მას ხა­თუ­ნა ჰქვია. ის ჩემ­ზე ძა­ლა­დობ­და პირ­ველ რიგ­ში. რო­გორ ფიქ­რობთ, რას ნიშ­ნავს, როცა ადა­მი­ა­ნი გაბ­რა­ლებს, რომ მა­მა­შე­ნის ძმა­კაცს გაჰ­ყე­ვი ცო­ლა­დო. ჩემი მე­უღ­ლე იყო მსხვერ­პლი. ხა­თუ­ნა არ არის და­სა­ცა­ვი”, – გა­ნა­ცხა­და მე­ფა­რიშ­ვილ­მა „პირ­ვე­ლებ­თან“ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

ადვოკატის ინფორმაციით, მომდევნო სხდომა 29 ოქტომბერს, 15:30 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს.

ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g