LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MacDonald’s ბათუმის პლაჟზე – დამსვენებელს საკვებს გარუჯვის დროს მიართმევენ

150

MacDonald’s ბათუმის პლაჟზე – ბიზნესმენი თემურ ჭყონია გეგმავს, რომ დამსვენებლებს,ზაფხულის სეზონზე შესაძლებლობა მისცეს, MacDonald’s -ის საკვები პლიაჟზევე დააგემოვნონ.

როგორც თემურ ჭყონიამ ”ფორტუნას” განუცხადა, პროექტზე ფიქრი უკვე დაწყებულია და არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში MacDonald’s -ის შეკვეთის აპარატები, ბათუმის სანაპირო ზოლში გამოჩნდეს.

”ეს იქნება პირველი პრეცედენტი მსოფლიოში, როდესაც მომხმარებელი MacDonald’s-ის საკვების დაგემოვნებას პლაჟზევე შეძლებს. რეალურად, საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტია, ამიტომ მასზე ფიქრი და მუშაობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, პლაჟზე შეკვეთის აპარატები განთავსდება, შეკვეთის გაკეთების შემდეგ კი კლიენტს საკვებს ჩვენი თანამშრომლები ადგილზევე მიუტანენ”, – აღნიშნა ჭყონიამ ”ფორტუნასთან” საუბრისას.

ვიდრე პლაჟზე MacDonald’s -ის საკვების გამოჩენა ჯერ კიდევ იდეის დონეზეა, ბიზნესმენს ბათუმში, ერას მოედანზე MacDonald’s -ის რიგით მეორე ობიექტის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს. სწრაფი კვების ობიექტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ის 60-ამდე ადამიანის დასაქმებას შეძლებს. ადგილზე ჯამში 2 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

ბათუმის რიგით მეორე MacDonald’s 2018 წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g