LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა დაგვიანდა” – უხუცესთა საბჭო იკრიბება

72

უხუცესთა საბჭოს წევრის, პლატონ გუნაშაშვილის, განცხადებით, უხუცესები შეიკრიბებიან და გუშინ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე განცხადებას გააკეთებენ.

,,ეს სამწუხარო ამბავი დღეს დილით მედიასაშუალებებიდან შევიტყვე. ძალიან ვწუხვარ ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალების გამო. ვფიქრობ, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა დაგვიანდა, რაზეც ბევრი კითხვა მიჩნდება. დროში რატომ გაწელეს?! ხომ ვხედავთ, ამან რაც გამოიწვია, თავიდანვე რომ გადაეყვანათ გერმანიაში ან თურქეთში, იქნებ რაიმე შანსი ყოფილიყო. უხუცესები შევიკრიბებით და გუშინდელ სპეცოპერაციასა და 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაზე ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ, – განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა, პლატონ გუნაშაშვილმა.

დღეს დილით თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები