LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ წრე დაერტყათ, გეგონება ნაძვის ხე იყო პარლამენტი

141
ფორტუნა - 2023-04-04T120004.512

პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ წრე დაერტყათ, გეგონება ნაძვის ხე იყო პარლამენტი – გამოძიებას ველოდები, ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ, რომ აქციის ზოგიერთ მონაწილეს ჰქონდა „მოლოტოვის კოქტეილები“ და განწყობილი იყო რადიკალურად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა „ახალგაზრდების ნეგატიურ ემოციას იყენებ, ბუნებრივია, შედეგებიც იქნებოდა გათვლილი“.

„მე არ მგონია ამაზე დიდი კითხვები იყოს, ჩვენ ვნახეთ აქციაზე პოლიტიკოსების პირდაპირი მოწოდებები, ალყა დავარტყათო.

მერე ახალგაზრდებიც მოუწოდებდნენ, სად არის ის ადამიანი, ვინც ალყისკენ მოგვიწოდებდაო. ეს დიდი მტკიცებულების საგანი არ არის, საჯაროდ ვნახეთ ორგანიზატორები და პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ წრე დაერტყათ, გეგონება ნაძვის ხე იყო პარლამენტი. მოქალაქეს, რომელიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეა, „მოლოტოვის კოქტეილი“ ექნება? ეს ხომ არ არის ქვა, რომ დაიხარო და აიღო, თან ყველამ ამის მომზადება არ იცის.

მე ველოდები გამოძიებას, ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ, რომ აქციის ზოგიერთ მონაწილეს ჰქონდა „მოლოტოვის კოქტეილები“ და განწყობილი იყო რადიკალურად. როცა შენ ამ ახალგაზრდების ნეგატიურ ემოციას იყენებ, რომ ალყა შემოარტყან პარლამენტს, ბუნებრივია, შედეგებიც იქნება გათვლილი. აი, ეს არის საინტერესო და გამოძიება იმედი მაქვს ამას დაადგენს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა 

„ყველამ ნახა, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი“ – პრემიერი ლაზარე გრიგორიადისზე

კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე: „ეს პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს.. უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები“ 

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g