LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლიერები ვართ, რომ თანხმობა განაცხადეთ, უმასპინძლოთ ADB-ის შეხვედრას მომავალ წელს ულამაზეს თბილისში“ – ADB-ის პრეზიდენტი

120
adb (3)

„თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით საქართველო არის რეგიონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ჰაბი და დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის“, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის დასასრულს საქართველოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მასაცუგუ ასაკავამ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა 2024 წელს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს სხვადასხვა უპირატესობების წარმოსაჩენად.

„საქართველო განაგრძობს წარმატებულ თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკთან“ – ლაშა ხუციშვილი ADB-ის მმართველთა საბჭოს ბიზნესსესიაზე სიტყვით გამოვიდა

„ჩემთვის დიდი პატივია, შემოგიერთდეთ დღევანდელ ღონისძიებაზე, სადაც წარდგენილია აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა – საქართველო. ბატონო ლაშა, მინდა, ასევე მოგილოცოთ აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნა 2023-2024 წლებისთვის. აზიის განვითარების ბანკის სახელით, მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და 2023 წლის 2-5 მაისის პერიოდში კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 56-ე ძალიან წარმატებულ წლიურ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ თანხმობა განაცხადეთ, უმასპინძლოთ ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას მომავალ წელს ულამაზეს თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ გავეცნობით საქართველოს ტრადიციებს, ისტორიასა და დიდებულ პეიზაჟებს. ასე რომ, მეგობრებო და კოლეგებო, კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ წელს მობრძანდით ჩვენს შეხვედრაზე და იმედი მაქვს, 2024 წელს შევხვდებით თბილისში“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას 2024 წელს საქართველო პირველად უმასპინძლებს. ღონისძიება 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება.

2024 წელს ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g