„მადლობა მინდა ვუთხრა დედას, რომ აქ თარჯიმანი არ გვჭირდება,“ – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძლიერი მხარდაჭერისთვის. ქეთევანი და მე ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, რადგან ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტი. კანდიდატი, რომელსაც მიმართავთ ქალბატონი სალომეთი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა. ეს მიმართვა – „დედა“ არის ჩვენთვის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის პირველი ინსტინქტის კავშირია შორეულ საქართველოსთან. ეს არ არის შანსის შედეგი, ეს არის შედეგი, ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ჩვენთის ყოფილიყო ქართული,“ – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.
შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა მიმდინარეობს.