LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ლევან, მადლობა პრეზიდენტო: გიორგი მარგველაშვილმა ტოჩინოშინს უმასპინძლა (ფოტო)

135

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად სასახლეში ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძე უმასპინძლა.

პრეზიდენტმა ტოჩინოშინს მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, ლევან გორგაძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა წელს, იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების ორდენის მინიჭებისათვის.

 

შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი კვირის წინ ქართველ სუმოისტს ოძეკის ტიტული ოფიციალურად მიანიჭეს, რაც სპორტის ამ სახეობაში მნიშვნელობით მეორე წოდებაა. გორგაძე მესამე ევროპელი და პირველი ქართველია, ვისაც ეს წოდება მიენიჭა.

დასრულებულ ტურნირზე ტოჩინოშინმა თხუთმეტიდან ცამეტი ბრძოლა მოიგო. გარდა ამისა, ბოლო სამ ტურნირზე მას 37 გამარჯვება დაუგროვდა, ტიტულის მოსამატებლად კი 33 მოგებაც საკმარისი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები