LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ნიკა კვეკვესკირს ენგურს გაღმელი ხალხის გაღიმებისთვის!..“ – რა სტატუსს აქვეყნებს ჟურნალისტი თათია ზუხბაია

465
თათია ზუხბაია და ნიკა კვეკვესკირი

ჟურნალისტი თათია ზუხბაია საქართველო-საბერძნეთს შორის გუშინ გამართულ ისტორიულ მატჩს ეხმიანება, რომელიც პენალტების სერიით საქართველოს ნაკრებმა მოიგო და მოიპოვა საგზური ევროპის ჩემპიონატზე. პენალტების სერიაში გადამწყვეტი გოლი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა. საბოლოოდ, სერია ანგარიშით 4:2 დასრულდა საქართველოს სასარგებლოდ. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ნიკა კვეკვესკირს მადლობას არა მხოლოდ ბოლო იღბლიანი გოლისთვის უხდის:

,,დღეში  ასობით კილომეტრს გავდივარ,  ჩემი მთავარი საქმე ფიქრი და დაკვირვებაა, ყოველ დილით ვხედავ ქალაქს, უსიტყვო , კოპებ შეკრული, გაუღიმავი, ქრონიკულად ნაწყენი და გაბრაზებული ხალხით…

დღეს კი მთელი ქალაქი ბედნიერია! 

ეს თამაში არ არის! ეს  ქალაქის გაღიმებაა! 

ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არც ის არ არის, მაგრამ  დღევანდელი დღის საუკეთესო ანალიზი, ვფიქრობ, მაინც იმ ტაქსის მძღოლმა დადო, რომლითაც ამ წუთას გადავაადგილდები.

მადლობა ნიკა კვეკვესკირს!  მხოლოდ საფინალო იღბლიანი გოლისთვის არა!  

მადლობა, შინაგანი ინტელექტისთვის, რაც ყოველთვის ჰქონდა!

გულწრფელი ცრემლებისთვის, რომელსაც არ მალავდა, იმ დამსახურებული თუ დაუმსახურებელი საყვედურებისთვის რასაც უსიტყვოდ იღებდა. თავდაუზოგავი შრომისთვის, მიზნისთვის! და ამ მიზნის სიყვარულისთვის!  სიდინჯისთვის!

და მთავარი! მადლობა საკუთარი ფესვების არ დავიწყებისთვის! ❤️

ენგურს გაღმელი ხალხის გაღიმებისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g