LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა სითბოსთვის და სიყვარულისთვის.. ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედი, რომელიც ყველაზე ძვირფას ადამიანს დავუკავშირე“ – თეა დარჩიას ქალიშვილი ემოციურ პოსტს და ეიფელის კოშკის ფონზე გადაღებულ რომანტიკულ ვიდეოს გვიზიარებს

1573
Untitled design (3)

მოცეკვავის და ქორეოგრაფის თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილი, სუხიშვილების მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი, რომელიც გუშინ იუბილარი იყო, მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებმაც მისთვის სითბო და სიყვარული არ დაიშურეს.

ფოტო, ვიდეო: „გრანდიოზული ფოიერვერკი და საოცარი სიურპრიზი“ – თეა დარჩიას ქალიშვილი მარიამი დაბადების დღის კადრებს გვიზიარებს

Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტს მარიამმა რომანტიკული ვიდეო დაურთო, რომელიც თავის რჩეულთან ერთად საფრანგეთში, ეიფელის კოშკის ფონზე აქვთ გადაღებული.

„დიდი მადლობა ყველას ამხელა სითბოსთვის და სიყვარულისთვის, ცხოვრების ახალ და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედი, რომელიც დავუკავშირე ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს, მადლობა ღმერთს რომ სწორედ შენ გიკავშირდება ჩემი მომავალი, თუ ოდესმე მიფიქრია როგორი შეიძლება ყოფილიყო ჩემი „რჩეული“ ? დღევანდელი გადმოსახედიდან შენზე ვიოცნებებდი, საოცარი ადამიანი ხარ, ისეთი როგორიც ჩემს წარმოსახვასაც აღემატება, ყველა ის დადებითი თვისებები გაქვს რაც შეიძლება იდეალურ ადამიანს ჰქონდეს, მადლობა გვერდში დგომიისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ყურადღებისთვის და უბრალოდ იმისთვის, რომ ყოველი შენთან გატარებული დღე დღესასწაულია, ძალიან მიყვარხარ, მეიმედები და მიხარია რომ სწორედ შენ გვქვია ჩემი ? @d_topura“,- წერს მარიამ მათიაშვილი.

ფოტო, ვიდეო: თეა დარჩიას ქალიშვილს, სუხიშვილების ცნობილ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილს ხელი სთხოვეს

ხელის თხოვნის შემდეგ მარიამ მათიაშვილი რჩეულთან ერთად იტალიის საკურორტო ქალაქ გაეტაში ისვენებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები