LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია, ძალიან დამაკლდა პატრიარქი… მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რომ თქვენ იყავით და ხართ ჩვენი პატრიარქი“ – პატრიარქის პირველი სტიქაროსანი არქიმანდრიტი ელისე სიხარულიძე

184
პატრიარქი, არქიმანდრიტი ელისე სიხარულიძე

სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით წირვას აღავლენს.

სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.

„ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების მეორმოცე დღეა, ყველას გულში აქვს სიხარული, ეს სიხარული შემთხვევითი არ არის, მისი უწმინდესობა უკვე ცათა სასუფევლიდან შეეწევა მთელს ქვეყანას და ჩვენს დედა ეკლესიას.

ღმერთმა მშვიდობა ქნას ჩვენს ქვეყანასა და დედა ეკლესიაში…

ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია, ძალიან დამაკლდა პატრიარქი, ისევე როგორც ყველას დააკლდა, მაგრამ რაღაც ისეთ სიხარული შემოვიდა, რომ ეს დანაკლისი არამარტო შეავსო, პატრიარქს ვეტყოდი, მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რომ თქვენ იყავით და ხართ ჩვენი პატრიარქი“, – ამბობს „რუსთავი ორთან“ პატრიარქის პირველი სტიქაროსანი, არქიმანდრიტი ელისე სიხარულიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g