LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა ყოფილ ქმარს შვილის გატაცებაში ადანაშაულებს – გაი რიჩის პატიმრობა ელის

198

მადონასა და მისი ყოფილი ქმრის, გაი რიჩის სკანდალი შვილთან, როკოსთან დაკავშირებით სულ უფრო ხმაურიანი ხდება. ცოტა ხნის წინ მომღერალმა საკონცერტო ტურის გამო უარი განაცხადა დასწრებოდა საქმეზე სასამართლო სხდომას, თუმცა მასთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ლონდონში ჩასვლაზე უარი მადონამ კარიერის გამო სულაც არ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ მომღერალს სურს საქმე არა დიდ ბრიტანეთში, არამედ აშშ-ში განიხილონ. ის მიიჩნევს, რომ ამერიკაში გამარჯვების მეტი შანსი აქვს და შეძლებს, შვილი ნიუ-იორკში დააბრუნოს. გაის კი არ სურს აშშ-ში ჩასვლა, რადგან შიშობს, რომ დააპატიმრებენ.

მადონამ ყოფილი ქმარი „შვილის გატაცებაში“ დაადანაშაულა. მართალია, ასეთი ფორმულირება 15 წლის ბიჭთან დაკავშირებით უხერხულად ჟღერს, თანაც – როკომ აშშ საკუთარი სურვილით დატოვა, მაგრამ კანონი ამ შემთხვევაში გაი რიჩის დაკავებას ითვალისწინებს.

ბოლო სხდომაზე მოსამართლე მაკდონალდმა განიხილა საქმის ყველა დეტალი და მოითხოვა, მშობლები, ბოლოსდაბოლოს, ზრდასრული ადამიანებივით მოიქცნენ.

„უნდა გაიაზროთ, რომ თქვენი შვილი სწრაფად იზრდება, თქვენ კი მას ბავშვობის ბოლო, ულამაზეს დღეებს ართმევთ,“ – განაცხადა მოსამართლემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g