როგორც მოსალოდნელი იყო, მადონამ და მალუმამ პირველი ერთობლივი კოლაბორაციის შესახებ განაცხადეს. Medellín – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის რელიზი 17 აპრილს შედგება.
გაირკვა, რომ ამერიკელი და კოლუმბიელი შემსრულებლების დუეტი პოპ დედოფლის რიგით მე-14 სტუდიური ალბომის Madame X ლიდ სინგლი იქნება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არტისტები ,,ცეცხლოვან” ნამუშევარს შემოგვთავაზებდნენ, ცნობილი 24 თებერვალს გახდა, როცა ვარსკვლავებმა ქსელში ხმისჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს.
მადონა და მალუმა ,,ცეცხლოვან” დუეტს ამზადებენ (ფოტო)
შეგახსენებთ, რომ ახალი დისკის რელიზი მადონამ 14 აპრილს დააანონსა.
Madame X – მადონამ ახალი ალბომის შესახებ ოფიციალურად განაცხადა (ვიდეო)