მადონა Madame X გახდა. პროექტი, რომლითაც ბოლო პერიოდში პოპის დედოფალმა თაყვანისმცემლები საგონებელში ჩააგდო, 60 წლის შემსრულებლის ახალი სტუდიური ალბომის სარეკლამო კამპანია აღმოჩნდა.
მადონამ თაყვანისმცემლები საგონებელში ჩააგდო (ფოტო)
გაირკვა, რომ ლეგენდარული მომღერალი თაყვანისმცემლებს მიმდინარე წლის ბოლომდე რიგით მე-14 სტუდიურ ალბომს, სწორედ ,,მადამ იქსის” ალტერ ეგოს ქვეშ შესთავაზებს.
ვინ არის ,,მადამ იქსი”? – ამ შეკითხვას პასუხი ახლახან ქსელში გავრცელებულ ვიდეოში თავად ამერიკელმა ვარსკვლავმა გასცა და აღნიშნა, რომ ის სხვადასხვა პროფესის საიდუმლო აგენტია, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის და წყვდიადს ანათებს.
შეგახსენებთ, რომ მადონას უკანასკნელი მუსიკალური აქტივობა 2015 წლით თარიღდება.