LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონამ თაყვანისმცემლები საგონებელში ჩააგდო (ფოტო)

150
BeFunky-collage (14)

მადონამ თაყვანისმცემლებს ახალი საფიქრალი გაუჩინა.

საქმე ისაა, რომ პოპის დედოფალმა ,,ინსტაგრამის” პროფილის სურათი შეცვალა და პოსტებში 9 ახალი ფოტო ატვირთა, რომელიც ერთიანად რომაულ 10-იანს კრავს.

ფანები ვარაუდობენ, რომ ინტრიგა 60 წლის შემსრულებლის ახალი საიდუმლო პროექტის ნაწილია, რომელიც ,,ნეტფლიქსთან” თანამშრომლობას გულისხმობს.

ამასთან, ქსელში აქტიურად განიხილება ის ფაქტიც, რომ შესაძლოა, ამერიკელი მომღერალი რიგით მე-14 სტუდიურ ალბომზე მუშაობას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ლეგენდარულ მუსიკოსს 2015 წლის შემდეგ სიახლე არ შემოუთავაზებია, ეს უკანასკნელი მოსაზრება რეალობასთან ყველაზე ახლოა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, ,,ოქროს გლობუსის” მფლობელმა არტისტმა ქსელში მალუმასთან ერთად გადაღებული სურათები ატვირთა, რომლებიც ხმისჩამწერ სტუდიაშია გადაღებული.

მადონა და მალუმა ,,ცეცხლოვან” დუეტს ამზადებენ (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები