მადონამ „ინსტაგრამზე“ თავისი დიდი ოჯახის ფოტო გამოაქვეყნა. მასზე გამოსახულები არიან პოპ-დედოფლის შვილები: 20 წლის ლურდესი, 17 წლის როკო, 11 წლის დევისი და მერსი და 4 წლის ტყუპები – სტელა და ესტერი.
სწორედ ოჯახის სრული შემადგენლობით აღნიშნა მადონამ თავისი 59-ე დაბადების დღე. იუბილეს ბოლოს კი თაყვანისმცემლებს მათი ფოტოები გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ მადონა დაბადების დღეს ორი დღის განმავლობაში ზეიმობდა.
