მადონა მსოფლიო ტურნესთვის ემზადება. ქვეყნების ნუსხაში, სადაც პოპ-დივა კონცერტების გამართვას აპირებს ვერ მოხვდა რუსეთი. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში 56 წლის მუსიკოსმა განაცხადა, რომ არასდროს ეწვევა იმ ქვეყნებს სადაც ჰომოსექსუალების უფლებები ირღვევა. ”ვფიქრობ, არასდროს გამოვალ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სცენებზე. რატომ ჩავალ იქ სადაც იყო გეი ნიშნავს იყო დამნაშავე”, – აღნიშნა მადონამ.
ჟურნალმა Forbes იმ მუსიკოსების ნუსხა გამოაქვეყნა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არასდროს გამართავენ კონცერტებს რუსეთში. ნუსხაში ადრიანო ჩელენტანო, ტომ უეიტსი, პრინსი, ბარბარა სტეიზანდი, ლუ რიდი, Daft Punk, The Pulp, Radiohead, Beastie Boys და The Cure მოხვდნენ.