მადონას პირველი რეტროსპექტული ტურნე, რომელიც მან შარშან, მუსიკალური კარიერის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაიწყო, ახლახან, ბრაზილიაში, გრანდიოზულად დასრულდა. The Celebration Tour-ის დასკვნითი საღამო, რომელზეც დასწრება უფასო იყო, რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე, 4 მაისს შედგა.
ფინალურმა შოუმ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ცნობილი გახდა, რომ სანახაობას თვალს 1,600,000 ადამიანი ადევნებდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტმა, რომელიც 2 საათს გაგრძელდა, ქალაქის ეკონომიკას 293 მილიონი რეალი მოუტანა. რიო დე ჟანეიროს აეროპორტმა დასწრების მსურველთათვის, 170 დამატებითი რეისი შეასრულა.
საგულისხმოა, რომ აქამდე, ,,პოპის დედოფლის” არცერთ გამოსვლას ამ რაოდენობის მსენელი არ დასწრებია.
შეგახსენებთ, რომ მადონას ,,საზეიმო ტურნე” 2023-ის 14 ოქტომბერს, ინგლისიდან დაიწყო.