მადონას შვილებს პრობლემები არ ელევათ. მას შემდეგ, რაც როკო რიჩი, რომელიც დედის „დესპოტურ აღზრდას“ აპროტესტებდა, როგორც იქნა, ბრიტანეთიდან აშშ-ში, მადონასთან დაბრუნდა, ნიუ-იორკის ქუჩებში ატირებული ლურდეს ლეონი დააფიქსირეს. მადონას 19 წლის ქალიშვილი მიჩიგანიდან, სადაც უნივერსიტეტში სწავლობს,ნიუ-იორკში საზაფხულო არდადეგებისთვის დაბრუნდა და უზარმაზარ, ხმაურიან ქალაქში თავს მარტო გრძნობს.
“რადარ ონლაინის“ წყარო ამბობს, რომ ლურდესს დედასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და სწორედ ის დაეხმარა მადონას, როკო დაებრუნებინა, თუმცა ოჯახისწევრების მეტი მეგობარი მას ნიუ-იორკში არ ჰყავს; დედისგან განსხვავებით კი ლურდესს დიდი ქალაქი საშინლად თრგუნავს, ამიტომ ქუჩაში, სახალხოდ არაადეკვატურად იქცევა – პაპარაცებმა დააფიქსირეს, როგორ შეასხა წყალი ატირებულმა, პანიკაში მყოფმა გოგონამ გამვლელს.
მადონას შვილის საქციელთან დაკავშირებით მომღერლის წარმომადგენლებს განმარტება ჯერ არ გაუკეთებიათ.


