LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდელები ტურისტების შემცირების მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდნენ

118
0_SPAIN-TOURISM-DEMO

ესპანეთში, მადრიდის ათასობით გაცეცხლებული მაცხოვრებელი ქვეყანაში მასობრივი ტურიზმის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. ამის შესახებ The Mirror წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპის პოპულარული ლოკაციის მოქალაქეები ფიქრობენ რომ ტურიზმი ნეგატიურად მოქმედებს საზოგადოებაზე, უცხოელი ვიზიტორების გამო იზრდება საცხოვრებლის თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების/სერვისების ღირებულება.

პროტესტის ორგანიზატორთა თქმით, აქციებში 150 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, თუმცა პოლიციის მონაცემებით გაბრაზებულ მოქალაქეთა რიცხვი მხოლოდ 22 ათასი იყო.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური აქციები ცოტა ხნის წინ ბარსელონაშიც გაიმართა, სადაც მთავრობას კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვა სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები