მადრიდს ცხვრებმა გადაუარეს. ესპანეთის დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები ძველი ტრადიციის მიხედვით ცხვრის ფარებმა გაავსეს. მეცხვარეებმა საქონელი პირდაპირ ცენტრალურ ქუჩებში გამორეკეს, რათა მიგრაციის ისტორიული გზა ყველასთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ. ეს სწორედ ის გზაა, რომელსაც ცხვრები ზამთრის საძოვრებისკენ გადიოდნენ ხოლმე. ბუნებრივია, წლების გასვლასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა და ცხვრების მსვლელობაც მხოლოდ ტრადიციად დარჩა, რომელიც 1994 წლიდან ნამდვილ სახალხო ზეიმად გადაიქცა. მეცხვარეები ქალაქის ხელისუფლებას სიმბოლურ თანხას – 50 პესოსაც უხდიან, რაც გრან ვიაზე 1000 ცხვრის გასეირნების ღირებულებაა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალში ქალაქის მერი მანუელა კარმენაც აქტიურად ჩაერთო და ცხვრებს მეცხვარეებთან ერთად გაუძღვა.