LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეკოლოგიური და თან უფასო გახდება

181
mdrsswddd

მადრიდში უფასო ელექტროავტობუსი იმოძრავებს, რათა ჰაერი მაქსიმალურად გასუფთავდეს. ქალაქის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უნიკალური მარშრუტი დანიშნა. მასზე მხოლოდ ელექტრონული ტრანსპორტი იმოძრავებს და გადაადგილება ყველა მგზავრისთვის უფასო იქნება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სიახლე მადრიდელებს პირად ავტომობილზე უარის თქმის და ავტობუსით გადაადგილების სტიმულს მისცემს.

ახალი მარშრუტი Zero 001 –  9 კილომეტრს აჭარბებს და თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩას მოიცავს. ავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე, 7–10 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ და დღეში 13 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურებიან.

ახალი უფასო მარშრუტი ქალაქის განვითარების გეგმის ნაწილი გახდა და უახლოეს მომავალში მინიმუმ კიდევ ერთი მსგავსი მარშრუტი Zero 002–იც ამოქმედდება. ელექტროავტობუსები ქალაქის იმ უბნებში ივლიან, სადაც პირადი ავტომობილით გადაადგილება შეზღუდულია.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეკოლოგიური ვარიაციით ჩანაცვლებას უკვე ბევრი ევროპული ქალაქი ცდილობს, მათ შორისაა პარიზი, კოპენჰაგენი და ბრიუსელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g