LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში ელექტრო ტრანსპორტის შეძენისთვის ისევ ფულს იხდიან

108
1540570011186

მადრიდში კვლავ ამოქმედდა ეკოლოგიური ტრანსპორტის შეძენისთვის განკუთვნილი სუბსიდირების პროგრამა. ქალაქის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, მიიღონ ანაზღაურება ელექტრო ველოსიპედის შეძენისთვის – მაქსიმუმ 400 ევროს ოდენობით ან ტრანსპორტის ღირებულების 50%. სიახლის შესახებ LA moncloa წერს.

ძირითადი მოთხოვნები მარტივია: ველოსიპედი უნდა იყოს ახალი, აღჭურვილი ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 250 ვატს და მას უნდა შეეძლოს არაუმეტეს 25 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. ასევე, ველოსიპედს უნდა ჰქონდეს ფარები და ფეხის დასაყრდენი.

გარდა ელექტრო ველოსიპედებისა, სუბსიდია ვრცელდება სხვა სახის ელექტრო ტრანსპორტზეც – ელექტრო სქროლებზე, მოტოციკლებზე და კვადროციკლებზე. ამ შემთხვევაში ანაზღაურების ოდენობა მაქსიმუმ 50% იქნება, თუმცა არაუმეტეს 600–დან 2000 ევრომდე.

დამატებითი პრემია – 200 ევროა გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ძველ ავტომობილს გადაამუშავებს (ჩააბარებს გადამუშავებაზე).

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამები მადრიდში თითქმის ყოველ წლიურად ხორციელდება. წელს სუბსიდია 2025 წლის სექტემბრის ბოლომდე იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები