“ასაკოვანთა ჩხუბი იქნებოდა მაგარი საყურებული, მე და განკაცებული ბურჯანაძე”,-ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, „გია ვოლსკი საცემია დღევანდელი განცხადებისთვის, კაცი რომ ვიყო, ვცემდი“.
“არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი რომ ვიყო, კაცი რომ ვიყო, პირდაპირ გეუბნებით, ვცემდი”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
გია ვოლსკი საცემია დღევანდელი განცხადებისთვის, კაცი რომ ვიყო, ვცემდი: ნინო ბურჯანაძე
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი გია ვოლსკი პარლამენტის “კარტოგრაფების საქმეზე” ბრალდებული ივერი მელაშვილის მიმართ ტექნიკის მაღაზიაში განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
„გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება, დამოკიდებულება, ემოციების შეჯახება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით. თვალსაჩინოა – ადამიანები, მიწათამზომველები არიან თუ არ არიან სპეციალისტები და გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, საზოგადოებას უნდა წარუდგინო და ხშირად ატარო თავშეყრის ადგილებში, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი ელოდებიან, იქნებ, მერე ეს საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალონ – ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იგრძნობა და იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო”,-განაცხადა ვოლსკიმ.
