LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძე ამბობს, რომ პოლიციაში მთელი დღე და ღამე ცემდნენ

101

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის თქმით, მასზე პოლიციაში ძალადობის ფაქტი განხორცილედა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ პაპიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემეს. გამხადეს ტანსცმელი და ძალადობას შეეცადნენ. ვინმე ნოკა რომ არ ყოფილიყო, პოლიციის თანამშრომლები სასტიკად მაწამებდნენ. მცემეს სახეში და თავში, ასევე თირკმელებში და ფეხებზე. მე ამ პირებს ამოვიცნობ, თუმცა სახელი და გვარები არ ვიცი..”, – განაცხადა მაგდა პაპიძემ.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის წარმომადგენლებს განცხადებაზე ადეკვატური რეაგირებისაკენ მოუწოდა. პროკურორის თქმით, ისინი მაგდა პოპიძის განცხადებებს შეისწავლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g