LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძის დაკითხვის მიხედვით, ქმარ-შვილის გარდაცვალებამდე ის ოთარ ბერძენიშვილს შეხვდა

167

ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების გარდაცვალებამდე მაგდა პაპიძე ოთარ ბერძენიშვილს შეხვდა. ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც პაპიძემ აღნიშნა, 19 დეკემბრის ტრაგედიამდე შეხვედრაზე მან ოთარ ბერძენიშვილს უთხრა, რომ კონტაქტი უნდა გაეწყვიტათ.

“ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია. მე არ ვიცი თქვენ რას ეძახით სიყვარულს, მაგრამ ჩემთვის ეს ის არ ყოფილა. ჩვენ არანაირ მომავალზე არ გვქონია საუბარი. მე ოთარ ბერძენიშვილს 19 დეკემბერს შევხვდი და ვუთხარი, რომ კონტაქტი გაგვეწყვიტა. ჩვენი ურთიერთობა ორმხრივი რომ ყოფილიყო, ცივილურად გაგრძელდებოდა. ომარი მოძალადე არ იყო, ყველაფერს გაიგებდა და ცივილურად გავშორდებოდით ერთმანეთს”, – განაცხადა ბრალდებულმა.

მაგდა პაპიძემ ასევე ბოლო პერიოდში ქმართან, ომარ ქაფიაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მასთან ურთიერთობა დაძაბული ჰქონდა, რაც ომარ ქაფიაშვილის სამსახურით ახსნა. პაპიძის თქმით, ბოლო თვეებში სამსახურის გამო ომარ ქაფიაშვილი სახლში იშვიათად მიდიოდა.

მაგდა პაპიძის დაკითხვა ამ დროისთვის შეწყვეტილია. მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკითხვას ბრალდების მხარე ხვალ განაახლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g