LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალჩინოსნებს უკანონოდ მოპოვებული ქონება ჩამოერთმევათ – ზელენსკის ახალი ინიციატივა

10259
5cf6161cf0705

უკრაინის პრეზიდენტი ახლი ინციიატივით გამოდის. ვლადიმერ ზელენსკის სურს, რომ  თანამდებობის პირებს უკანონოდ მოპოვებული ქონება ჩამოერთვათ. შესაბამისი კანონპროექტი მან რადას უკვე წარუდგინა.

კანონპროექტი უკანონოდ გამდიდრებული მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივ დასჯას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის პრესცენტრის განმარტებით, ჩამორთმეული უკანონო აქტივები, სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებით უკრაინაში 2015 წელს შემოიღეს, თუმცა საპრეზიდენტო არჩვენებამდე ერთი თვით ადრე  უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ მუხლი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

როგორც სასამართლოში აცხადებდნენ, ეს მუხლი ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g