LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგისტრალური გაზსადენის ”წითელი ხიდი-გარდაბნის” მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

117

სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“(სნგკ) აღმოსავლეთ-დასავლეთის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის “წითელი ხიდი-გარდაბნის“ მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.

ახალი გაზსადენის სიგრძე 19 კმ-ია, ხოლო მილის დიამეტრი 700 მმ. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “კომფორტმშენ XXI“. დღეისთვის სამუშაოების 35%-ზე მეტი შესრულებულია.

პროექტის ღირებულება შეადგენს 3 482 298 ლარს დღგ-ს გარეშე.

„წითელი ხიდი-გარდაბნის“ პროექტის განხორციელებით სნგკ მთლიანად დაასრულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-საგურამოს“ 90 კმ სიგრძისა და 700მმ დიამეტრის ახალი მონაკვეთების მშენებლობას.

აღნიშნული მონაკვეთები ჩაანაცვლებენ არსებულ კოროზირებულ და სხვაგვარად დაზიანებულ მაგისტრალურ გაზსადენებს, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ 1959 წელს შევიდა ექსპლოატაციაში.

ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრიდან აზერბაიჯანული გაზის შეუფერხებლად და გაზრდილი მოცულობებით მიწოდებას საქართველოს ყველა მომხმარებლისათვის, პირველ რიგში კი – თბილისისთვის და ასევე, გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g