LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთიკომი ნახევარ მილიონამდე ოჯახს ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეს უზრდის ფასის ცვლილების გარეშე

374
მაგთიკომი

გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი – მაგთიკომი აგრძელებს ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას და აბონენტებისთვის აქტუალური სერვისების განვითარებას.

8 სექტემბრიდან მაგთი აბონენტებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი სიჩქარით სარგებლობენ, ფასის ცვლილების გარეშე, ავტომატურად გაუზრდის ინტერნეტის სიჩქარეს 70 მბ/წმ-მდე.

ეს სიახლე ნახევარ მილიონამდე ოჯახს შეეხება. გაზრდილი სიჩქარე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ინტერნეტგამოცდილებას – იქნება ეს სწავლა, მუშაობა, გართობა თუ ყოველდღიური ონლაინ საქმიანობა.

მაგთიკომისთვის მთავარია აბონენტების კმაყოფილება და მათი შესაძლებლობების ზრდა. დღეს, 500-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში სარგებლობენ მაგთის ოპტიკური ინტერნეტით. გაზრდილი სიჩქარე კი კიდევ უფრო დაეხმარება მათ მიზნების განხორციელებაში. ასევე, კომპანიის ეს გადაწყვეტილება, პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g