LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაგთიკომის” მხარდაჭერით ქართველი მხატვრის ნამუშევართა ალბომი გამოიცა

988

ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, ”მაგთიკომის” ინიციატივითა და მხარდაჭერით ქართველი მხატვრის, ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევართა ალბომი გამოიცა.  კომპანიის ინფორმაციით, 7 სექტემბერს, 19:00 საათზე, ”მაგთი კლუბში” ალბომის პრეზენტაცია და მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

„მი­სი არ­ტის­ტუ­ლი ენა, უფ­რო სწო­რად, ცნე­ბე­ბი, ერ­თ­გ­ვა­რი ნო­ეს კი­დო­ბა­ნია და მხოლოდ მხატ­ვარ­მა იცის ამ კი­დობ­ნის სა­ი­დუმ­ლო. მას კარ­ნა­ვა­ლუ­რი ფა­მი­ლა­რიზ­მით შევ­ყა­ვართ “ის­ტო­რი­ის სცე­ნა­ზე”, “ის­ტო­რის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე”, მხატ­ვა­რი მძაფრად გრძნობს ადა­მი­ანს, რო­გორც სას­რულ არ­სე­ბას, თა­ვის ტრა­გი­კულ ყო­ფი­ე­რე­ბას უსას­რუ­ლო ამო­ცა­ნას რომ უწყ­ვეტს, და ამას აკე­თებს თა­ვი­სი პარადოქსული ელე­გან­ტუ­რო­ბით და ყო­ფი­ე­რე­ბის აუტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქით“, – წერს ხელოვნებათმცოდნე დავით ან­დ­რი­აძე ჯე­მალ კუ­ხა­ლაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ.

ცნობისთვის, „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ – ამ ეგიდით და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით,  ”მაგთიკომმა” არაერთი მხატვრის, მოქანდაკისა თუ არქიტექტორის ნამუშევართა ალბომი გამოსცა, მათ შორისაა: ირაკლი ფარჯიანი, ედმონდ კალანდაძე, თემო ჯაფარიძე, რადიშ თორდია, მერაბ აბრამიშვილი, კოკი მახარაძე, დიმიტრი ერისთავი, თემო გოცაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ელგუჯა ამაშუკელი, ოთარ ჩხარტიშვილი, ემირ ბურჯანაძე, ბიძინა ავალიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გოგი ჩაგელიშვილი, გიგა ბათიაშვილი, გივი ჯაფარიძე, ვაჟა ორბელაძე, მერაბ მერაბიშვილი, ლადო ქუთათელაძე, ვახტანგ დავითაია.

კომპანიის ცნობითვე, ”მაგთიკომი” მომავალშიც არ დაარღვევს ამ ტრადიციას და გააგრძელებს ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g