LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა

596
მაგთი

მაგთი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მობილური ქსელების რეიტინგში, 2025 წლის ორი კვარტლის მონაცემით, მე-6 ადგილზე დასახელდა.

ერთი წელიც არ გასულა, რაც მაგთიკომმა საქართველოში 5G ტექნოლოგია დანერგა და ამით არა მხოლოდ ახალი ციფრული შესაძლებლობები შექმნა მომხმარებლებისთვის, არამედ ქვეყანას საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა.

მაგთის ტექნოლოგიური წინსვლის შედეგად, საქართველო ისეთ მოწინავე სატელეკომუნიკაციო ქვეყნებს გაუტოლდა, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ვიეტნამი, სინგაპური და ბულგარეთი.

დღეისათვის მაგთის მობილური ქსელი საქართველოს დასახლებული, კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ს ფარავს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g