LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბარათაშვილი: „სამმა მამაკაცმა მთხოვა ხელი, მაგრამ ყველამ პირობა წამიყენა, სცენისთვის თავი დამენებებინა…”

239
მაია ბარათაშვილი

„კვირის პალიტრა“ აქვეყნებს საარქივო ინტერვიუს მაია ბარათაშვილთან, სადაც ის პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში სამი ხელის თხოვნა იყო.

– კარიერის გამო სიყვარულზე უარი გითქვამთ?

მაია ბარათაშვილი:

– მე ყოველთვის დისტანციურად მიყვარს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სითბოს არ ვიჩენ. შეიძლება ჩემი სული ვაჩვენო, გავაცნო თავი, მაგრამ ზღვარს ვერ გადმოვა. სამმა მამაკაცმა მთხოვა ხელი, მაგრამ ყველამ პირობა წამიყენა, სცენისთვის თავი დამენებებინა…

შეყვარებული ვყოფილვარ, მაგრამ გონება არასდროს დამიკარგავს. ერთხელ მამამ მითხრა, გახსოვდეს, გული გონებაზე მაღლა არასდროს დააყენო და ყოველთვის მოიგებო. მართალია – რამდენჯერაც დავაყენე, იმდენჯერ წავაგე, რამდენჯერაც ეს არ გავაკეთე, იმდენჯერ მოვიგე. მქონდა შემთხვევა, მეგონა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ როცა მკითხეს, გაჰყვები ცოლადო? ვუპასუხე – არა.

– ახლა თუ ხართ მზად ოჯახის შესაქმნელად? – დღეს მოდურია ურთიერთობები, რომელიც ასე იწყება: მოდი, ვცადოთ, აბა, რა გამოგვივა. ეს ჩემთვის მიუღებელია. ჩემი მეორე ნახევარი ძალიან გულწრფელი უნდა იყოს, ძალიან უნდა ვუყვარდე და ვჭირდებოდე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g