სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს „ნაცებმა“, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ – ვიღაც ყოჩაღი „ნაც აქტივისტკა“, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც წყალტუბოში, „ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება.
მაია ბითაძე გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს „ნაცებმა“, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ – ვიღაც ყოჩაღი „ნაც აქტივისტკა“, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს! ესაა ის, რასაც ასწავლიან ჩვენ შვილებს. რა გჭირთ ხალხო რა! არ გეყოთ ამდენი კაცთმოძულეობა!
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს”, – წერს მაია ბითაძე.
ცნობისთვის, „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს „მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.