LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია დარსმელიძე სტეფანეს „იმედში“ გამოჩენას ეხმაურება –  „ჩემი ტევე ნაძეჟდას მიმართ დამოკიდებულება ცნობილია…“

587

„ნიჭიერმა“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ახალი სეზონის ჟიურის სრული შემადგენლობაა გადაღებული, მათ შორის არის სტეფანე მღებრიშვილი. მისმა „იმედზე“ გამოჩენამ ძალიან გააღიზიანა „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელმაც დაწერა, რომ სტეფანე მისმა ტელევიზიამ „ამოიყვანა ნაგვიდან“ და მისგან ასეთ საქციელს არ ელოდა.

ამ დაპირისპირებას გამოეხმაურა სტეფანეს ექსმეუღლე, მუსიკოსი მაია დარსმელიძე, რომელმაც აღნიშნა:

„სხვის საქციელზე მე არ ვარ პასუხისმგებელი და ალბათ, თავად სტეფანე უკეთესად ახსნის თავის საქციელს ან თუ გინდათ – გადაწყვეტილებას.

ჩემი ტევე ნაძეჟდას მიმართ დამოკიდებულებაც და პრინციპული პოზიციაც ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი და გასაგები.

კონკრეტული პიროვნებებისგან გაღიზიანება და კონფლიქტიც მესმის, მართლა მესმის…

მაგრამ როდესაც ვიღაც ტაშის დამკვრელი პეშკობა რაღაც გაურკვეველი კომენტარებით ცდილობს პოტენციური უფროსის ტრაკზე ოოოდნავ გათავისუფლებული ადგილის ალოკვას და ცეცხლში ნავთის მიწუწებას – აი, ესეთი შავკები მეცოდებით. : ) ბევრი ამოგიცანით მსგავსი პადხალიმი კომენტარებით და ვაზელინი პოსტებით სხვადასხვა „დროს” და სხვადასხვა „პლატფორმებზე”. )))

ამ შავკებზე მერევა გული, ხელის მოთბობა რომ გადაწყვიტეს „სასარგებლო დროსა და სასარგებლო ადგილას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g