LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია გელოვანი: „ჩვენ მსახიობები შევუერთდებით ამ წამოწყებას, რეგიონებში დავიწყებთ სიარულს და დავიწყებთ ახალი ფორმების ძიებას… ერთობა გადამდები უნდა გახდეს, რადგან მხოლოდ ამით შევძლებთ გამარჯვებას“

144
მაია გელოვანი

მსახიობი და ტელეწამყვანი, მაია გელოვანი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება.

როგორც მსახიობმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, დავით დოიაშვილის გადაწყვეტილება, რომ თეატრი გავიდეს რეგიონებში, ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას, რომელიც მისი თქმით, სამწუხაროდ ინფორმაციულ იზოლაციაში იმყოფება, კარგი წამოწყებაა.

„ზუსტად ვიცი ვისგანაც მოდის ეს ყველაფერი… ძალიან მძიმეა რომ იცი, შენი შვილი ოთხ კედელშია გამოკეტილი არაფრის გამო“ – ლიკა გუნცაძე

ტელეწამყვანი ამბობს, რომ თეატრი შესაძლოა ასეთ ვითარებაში, ერთგვარი მედიატორი აღმოჩნდეს:

„ჩვენი პირველი მიზანი მიღწეულია, დაგვინახეს, მოგვისმინეს, შეშფოთდნენ! “ – „ახალი თეატრი“

„მეგობრისთვის თავგანწირვა არ ისწავლება! ქვეყნის სიყვარულს ტრენინგი არ სჭირდება!“

„დავით დოიაშვილის გადაწყვეტილება, რომ თეატრი გავიდეს გარეთ და რეგიონებში ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას, რომელიც რაღაცნაირად იმყოფება ინფორმაციის იზოლაციაში იმყოფება, ერთგვარი მედიატორი შეიძლება აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში, თეატრი და მსახიობი. ყველა ადამიანი უნდა შეეცადოს იმას, რომ თავისი პროფესიიდან გამომდინარე აკეთოს ის, რაც წაადგება ამ პროცესს…

ჩვენ მსახიობები შევუერთდებით ამ წამოწყებას, რეგიონებში დავიწყებთ სიარულს და დავიწყებთ ახალი ფორმების ძიებას…

ის ერთობა, რომელიც იგრძნობა საზოგადოებაში, სოლიდარობა, რომელიც არსებობს კიდევ უფრო გადამდები უნდა გახდეს, რადგან მხოლოდ ამით შევძლებთ გამარჯვებას“, – განაცხადა მაია გელოვანმა.

„გავა დრო და ეს ჩინოვნიკები არაფრად იქცევიან, ხელოვნება კი ყოველთვის დარჩება“ – მანანა კაზაკოვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების პროტესტზე

უფრო ბევრი უნდა გავხდეთ, რადგან მხოლოდ ამით შევძლებთ გამარჯვებას — მაია გელოვანი

💬 „ის ერთობა, რომელიც იგრძნობა საზოგადოებაში, სოლიდარობა, რომელიც არსებობს კიდევ უფრო გადამდები უნდა გახდეს, რადგან მხოლოდ ამით შევძლებთ გამარჯვებას“— მაია გელოვანი

Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g