LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია მელიქიძემ დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი არასამთავრობო სექტორთან განიხილა

53

კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე დღეს არასამთავრობო სექტორის, ფინანსური დარგის აკადემიური წრეების, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე  განიხილეს კანონპროექტი, რომელიც დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რომელიც უნდა დაინერგოს, უზრუნველყოფს ფიზიკური პირების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დაზღვევას. თუ ბანკს გარკვეული პრობლემები შეექმნება, დეპოზიტარების თანხები უფრო მეტად დაცული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც მიესალმება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი. დღეს საუბარია იმაზე, რა ფორმით შეიძლება საქართველოში დაინერგოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. ძალიან ცოტაა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ეს სისტემა არ არსებობს“, – განაცხადა მაია მელიქიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საბანკო დეპოზიტების საზღვევის სისტემა შესაძლოა 2018 წლიდან ამოქმედდეს. ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა საუბარია, რომ ეს სისტემა ცოტა ნაადრევად დაინერგოს. კანონპროექტის ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა, ამ ეტაპზე კი, აღნიშნული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g