,,მაია წყნეთელი” ახალ სიცოცხლეს იწყებს!. 1959 წელს გადაღებული ფილმის აღდგენა-რესტავრაცია უკვე დასრულებულია ციფრულ 2 კ.(K) ფორმატში. ხმის გაწმენდა-დამუშავება, გამოსახულების დამუშავება და ფერის კორექცია განხორციელდა ,,ქართული ფილმი”-ს ბაზაზე.
,,მაია წყნეთელი” რეზო ჩხეიძის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია ქართველი კინოვარსკვლავების მონაწილეობით.
ფილმის აღდგენა-რესტავრაცია მიეძღვნა მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავს.