სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტი იერუსალიმში, მსოფლიოს 45-ზე მეტ ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს.
ფორუმში, სახელწოდებით „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“ ზურაბიშვილი არაერთ ლიდერს შეხვდა. მათ შორის იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.
სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაიკ პენსმა მას ასე მიმართა: „საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ“.
სალომე ზურაბიშვილი ასევე პრინც ჩარლზს შეხვდა.
აქ კი, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთადაა კადრში.