მაიკლ დუგლასი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი წვეულებებზე ერთად იშვიათად ჩნდებიან. ამიტომ მეუღლეების ყოველი გამოჩენა მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ამჯერად წყვილი ქეთრინ-ზეტა ჯონსის ახალი ფილმის, Cocaine Godmother-ის პრემიერას დაესწრო, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა. პრემიერისთვის ქეთრინმა შავი, სადა კომბინეზონი შეარჩია. ასევე სადად, შავ ტყავის პიჯაკში იყო გამოწყობილი მაიკლ დუგლასიც. 48 ზეტა-ჯონსი და 73 წლის დუგლასი ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ კინოთეატრის წითელ ხალიჩაზე. პრემიერას ასევე ესწრებოდა მაიკლ დუგლასის უფროსი ვაჟი, ქამერონი.
ფილმი სახელწოდებით Cocaine Godmother, სადაც ქეთრინ ზეტა-ჯონსი მთავარ როლს ასრულებს, 80-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტის, გრისელდა ბლანკოს შესახებ გვიყვება. კინოპრემიერა 2018 წელსაა დაგეგმილი.