LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ დუგლასის შვილი ციხიდან გათავისუფლდა

415

მაიკლ დუგლასის უფროსი შვილი 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა. 37 წლის კემერონს ჰეროინისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის 5 წელი მიუსაჯეს, თუმცა პატიმრობის ვადა მას მერე გაგრძელდა, რაც ვარსკვლავის შვილმა ციხეში ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდაში მონაწილეობა აღიარა.

რამდენიმე წელი კემერონმა კამერაში მარტომ გაატარა, ახლა კი იგი იმყოფება დაწესებულებაში, სადაც გათავისუფლებული დამნაშავეები რეაბილიტაციას გადიან.

კემერონ დუგლასი მაიკლ დუგლასს პირველი ქორწინებისას შეეძინა, მსახიობი ავსტრალიელი დიპლომატის ქალიშვილზე, დიანდრა ლუკერზე იყო დაქორწინებული. მაიკლი შვილის სანახავად ციხეში სისტემატურად დადიოდა, ინტერვიუებში კი ამბობდა, რომ კემერონის სასჯელი დანაშაულთან შედარებით ბევრად სასტიკი იყო.

ამავე აზრზე იყო თავად ვარსკვლავის შვილიც, კემერონ დუგლასი ამბობდა, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულების მოსაშორებლად დახმარების ნაცვლად ის ციხეში გამოკეტეს.

Cameron Douglas and Michael Douglas during HBO's "A Father...A Son...Once Upon a Time in Hollywood" Los Angeles Premiere - Red Carpet and Reception at Academy of Motion Picture Arts & Sciences in Beverly Hills, California, United States. (Photo by Mathew Imaging/FilmMagic)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g