ჟურნალ Time-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მსახიობმა მაიკლ ფასბენდერმა შემოქმედებითი პაუზის შესახებ ისაუბრა.
„უკანასკნელი 5 წელი ერთი ფილმიდან მეორეზე ვერთვები. ახლა კი დასვენება მინდა. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს სამსახიობო კარიერას საერთოდაც დავუსვა წერტილი. ვერ ვიტყვი, რომ ეს დრო ახლა დგას, მაგრამ ვიცი, რომ მსახიობის შემოქმედებაში არსებობს პერიოდი, როდესაც უნდა შეჩერდე“, – განაცხადა ფასბენდერმა.